Monday, September 29, 2014

ინტელის ტრენინგის მესამე დღე.

ეს დღე ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი იყო. პროექტის გეგმებში შევიტანეთ სტანდარტები და ინდიკატორები, ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავიარეთ დოკუმენტის გაზიარება, მივიღეთ დავალებები მეორე დღისათვის. სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ყოველი დღე.

Wednesday, September 24, 2014

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

ინტელის ტრენინგის მეორე დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.მიმოვიხილეთ პირველი დღეს განვლილი მასალა.შემდეგ გავეცანით მეორე დღის მიზნებს.ამის შემდეგ კოლეგებმა ერთმანეთს გავაცანით პროექტის თემა.გავიარეთ პროგრამა word-ში ბროშურების გაკეთება, ინტელის წიგნში ბროშურებისა და ბუკლეტების დამზადება. დავამზადეთ ბროშურები მშობლებისათვის,რათა გავაცნოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტით სწავლება მათი შვილებისათვის.დღის ბოლოს მივიღეთ დავალებები მომდევნო ტრენინგისათვის.

Monday, September 22, 2014

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო, გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს ზოგადად, შევქმენით საკუთარი ელექტრონული პორთფოლიო და გავაკეთეთ ბლოგზე რეფლექსიის სახით.