Sunday, April 28, 2013

გაკვეთილის გეგმა-"ადამიანი და ბუნება"

გაკვეთილის მთავარი თემა
ადამიანი და ბუნება
მასწავლებლის სახელი,გვარი
ნათია ლომიძე
სწავლების საფეხური/კლასი
მესამე კლასი
მოსწავლის რაოდენობა/პროფილი
22 მოსწავლე, აქედან 1 ს.ს.ს.მ.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გარემოსა და ბუნებაზე დაკვირვების, ბუნების დაცვის თემისადმისაკუთარი პოზიციის გამოხატვა, სხვა და სხვა მასალისა და ტექნიკის შემოქმედებითად გამოყენება.მოსწავლეებმა იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნება ადამიანისათვის, გარემოს დაცვა.
წინასწარი ცოდნა
 რა არის ბუნება, მისი მნიშვნელობა და დამოკოდებულება ადამიანისათვის. მუშაობენ პროგრამა Paint-ში.
შეფასება
განმავითარებელი, წინასწარი რუბრიკის საშუალებით შეფასება.
სასწავლო მასალა და რესურსი
საგნის სახელმძღვანელო,ავტორი მ. მაჭარაშვილი, სამუშაო რვეული,სახატავი მასალა,3კომპიუტერი ჯგუფებში სამუშაოდ, პროექტორი, Power Point, Paint, Google.3 კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა/გამოწვევა. 1 აქტივობა 7 წუთი.მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას-„ადამიანი და ბუნება“, სთხოვს გონებრივი იერიშის საშუალებით რას ნიშნავს ბუნება, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის ცხოველებს და ფრინველებს, რისგან სჭირდებათ დაცვა მათ.მასწავლებელი პროექტორის დახმარებით აჩვენებს ნაწყვეტს „შვლის ნუკრის ნაამბობიდან“,  სადაც ჩანს ადამიანის დამოკიდებულება ცხოველებისადმი.
B ფაზა/შინაარსის რეალიზება. 1 აქტივობა 10  წუთი. მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად. აძლევს ბარათებს, რომელშიც ჩაწერილია ციტატა რ. ინანიშვილის ერთ-ერთი მოთხრობიდან „წუხილი ყველგანაა. შესაძლოა, თვით დედამიწასაც უჭირდეს და ჩვენ, ადამიანებს გვევედრებოდეს რაღაცას“. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს იმსჯელონ ციტატის ირგვლივ, გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები. შესაძლოა მოსწავლეებმა გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ლიტერატურული ნაწარმოებები, ფილმები, ანიმაციური ფილმები.
2 აქტივობა 15 წუთი. მასწავლებელი სთავაზობს ჯგუფებს, შექმნან ერთობლივი ნამუშევარი, თემაზე „ადამიანი და ბუნება“. პირველ ჯგუფს ეძლევა დავალება, კომპიუტერში პროგრამა Paint-ის საშუალებით დახატონ ცხოველები. მეორე ჯგუფს ეძლევა დავალება პროგრამა Paint-ის საშუალებით დახატონ ფრინველები. მესამე ჯგუფს ეძლევა დავალება პროგრამა Paint-ის საშუალებით დახატონ ბუნების სურათი, პეიზაჟი.მასწავლებელი ს.ს.ს.მ. მოსწავლეს აძლევს დავალებას პროგრამა Paint-ში წინასწარ მომზადებული ბუნების სურათის გაფერადებას.
 3 აქტივობა 5 წუთი. მასწავლებელი პრაქტიკული სამუშაოს დასრულების შემდეგ უჩვენებს მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით წინასწარ მომზადებულ სლაიდებს Power Point-ის საშუალებით, სადაც ნაჩვენებია ბუნების ამსახველი ფოტოები, რომელშიც იქნება ნაჩვენები ადამიანის დამოკიდებულება ბუნებისადმი, მასზე ზრუნვა.
C ფაზა/შეჯამება აქტივობა 1.  5 წუთი. მასწავლებელი ამოწმებს თითოეული ჯგუფის ნამუშევარს, უსმენს ჯგუფის ლიდერებს, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა ნამუშევარში. ასევე წარმოადგენს ს.ს.ს.მ. მოსწავლის ნამუშევარს და აფაშებს წინასწარ სედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით.
 აქტივობა 2. 3 წუთი.  გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ სკოლის ეზოს დასუფთავება-გალამაზებაში.

"ადამიანი და ბუნება"- პრეზენტაცია

Saturday, April 27, 2013

პროექტი-"ტყე"


პროექტის სახელწოდება           „ტყე“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა ტყის შესახებ.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ჰქონდეთ ცოდნა, თუ რამდენათ მნიშვნელოვანია ტყე და ხეები ადამიანისათვის.რატომ სჭირდება მას მოვლა და გაფრთხილება.
პროექტის მიზნები:  ბავშვებმა სეძლონ გარჩევა ტყეების ტიპისა, რომელია წიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეები.
მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
მოსალოდნელი სედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გააკეთებენ პრეზენტაციას პროგრამა „Power Point”-ში, თემაზე „ტყე“,პროგრამა „Paint”-ში დახატონ სურათები შერეულ, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებზე.შექმნან ფერადი ფურცლებით კოლაჟი, საკლასო ოთახში მოეწყოს გამოფენა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ფანქრები, ფურცლები, ფერადი ფურცლები.
პროექტის მსვლელობაო (ძირითადი აქტივობები)
აქტივობა 1: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტის შინაარსს. მოსწავლეებს ყოფს ჯგუპებათ და აძლევს დავალებას: 1 ჯგუფი-მოიძიო ინფორმაცია შერეულ ტყეებზე. 2 ჯგუფი- მოიძიონ ინფორმაცია და ფოტო მასალა წიწვოვან ტყეებზე. 3 ჯგუფი- მოიძიონ ინფორმაცია და ფოტო მასალა ფოთლოვან ტყეებზე.
აქტივობა 2: თითოეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს და ინაწილებენ დავალებას. ერთმა მოიძიოს ინფორმაცია ტყეზე, მეორემ ფოტო მასალა და გააკეთონ პრეზენტაცია „Power Point”-ში, დანარჩენები აკეთებენ პროგრამა „Paint”-ში ნახატებს და კოლაჟს ტყეებზე.
აქტივობა 3: მოსწავლეები ასრულებენ მიცემულ დავალებას, მასწავლებელი აძლევს მითითებებს საჭიროების შემთხვევაში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, ხელოვნება, ისტ-ი. ეროგეგმივნული სასწავლო ს სტანდარტი. დაწყებითი საფეხური (I-IV) კლასებში.  გარემოზე დაკვირვება. გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა. მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი პროცესების აღწერა.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ნათია ლომიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nlomidze30@gmail.com